რეფინანსირების აუქციონზე ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

ეროვნული ბანკის 8-დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 650 000 000 ლარი შეადგინა, ხუთი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.05 პროცენტით, მაქსიმალური 4.20 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.07 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენს.