Cicret-ის სამაჯური თქვენს ხელს დისფლეიდ აქცევს

Cicret მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ელექტრონული ფოსტა, გაიგოს ამინდის პროგნოზი, უპასუხოს შემოსულ ზარებს, გამოიყენოს რუკები და ითამაშოს კიდეც

გასული წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ახალი, არასტანდარტული გაჯეტებით გახდა. გამონაკლისი არც ფრანგული კომპანია Cicret-ის სამაჯურია, რომელსაც ადამიანის ხელის დისფლეიდ გადაქცევა შეუძლია. ამის მიღწევა ახალ მოწყობილობას, გაჯეტში დამონტაჟებული მინი-პროექტორის დახმრებით შეუძლია, რომელიც მფლობელის მაჯაზე სმარტფონის ეკრანის პროექტირებას ახდენს.

ახალი სამაჯურის მართვა, სენსორების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომლებიც თითების მოძრაობაზე რეაგირებენ. Cicret მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს ელექტრონული ფოსტა, გაიგოს ამინდის პროგნოზი, უპასუხოს შემოსულ ზარებს, გამოიყენოს რუკები და ითამაშოს კიდეც. მომავალში მწარმოებლები გეგმავენ სამაჯური აქსელომეტრით, პროცესორით, Bluetooth და 16-32 გიგაბაიტამდე მეხსირებით გაამდიდრონ. სიახლის სავარაუდო ფასი 475 დოლარი იქნება.