AirAsia-ს თვითმფრინავის ნარჩენების საძიებო სამუშაოები წყლისქვეშ გრძელდება

ავიაკომპანია AirAsia-ს თვითმფრინავის ნარჩენების საძიებო სამუშაოები წყლისქვეშ გრძელდება.

"ბიბისის" ინფორმაციით, ფრანგი ექსპერტების ჯგუფი შეეცდება ე.წ. შავი ყუთის ადგილმდებარეობის დადგენას. თვითმფრინავი А320-200, რომელიც რეისს ინდოეთის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით ასრულებდა, რადარებიდან აფრენიდან 42 წუთში გაქრა. თვითმფრინავის ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. აქედან 157 ინდონეზიის მოქალაქე იყო, 3 – სამხრეთ კორეის, ერთი – მალაიზიის და ერთი – სინგაპურის.