გაზის ფასმა ევროპაში 700 დოლარიანი ნიშნული გადალახა

ევროპულ ბირჟაზე ICE Futures ოქტომბრის ფიუჩერსებზე ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადალახა 700-დოლარიანი ნიშნული 1000 კუბურ მეტრზე. მეტიც, რამდენჯერმე ისტორიულ რეკორდს - ათას კუბურ მეტრზე 707 დოლარსაც მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია ინფორმაციას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტის მშენებლობის დასრულების შესახებ.

ცნობისთვის, აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი ამავე ევროპულ ბირჟაზე 533 დოლარი იყო, სექტემბრის დასაწყისში 639 მილიონი. წლის დასაწყისში კი საშუალო ფასი 338 დოლარი გახლდათ.

ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი ევროპის გაზსაცავებში გაზის მარაგების დაბალი მაჩვენებელია, რომელიც გამოწვეულია მილსადენებიდან მათი გათხევადებული სახით მიწოდების დაბალი დონით.

საცავების გაზის მოხმარების დაწყებამდე ერთი თვე რჩება, მაშინ როცა მისი მარაგები ძლივს აღემატება 2/3-ს. 9 სექტემბრის დილისთვის მარაგებმა 69,74%-ი შეადგინა, რაც 15,7 პროცენტით ნაკლებია ბოლო 5 წლის საშუალო მაჩვენებელზე.

კოკა კვირკველია