NBC-მ Super Bowl-ში განსათავსებელი სარეკლამო დრო თითქმის სრულად გაყიდა

ამერიკულმა ტელეკომპანიამ NBC, რომელიც წელს მასპინძელი არხი იქნება შტატებში ყველაზე პოპულარული სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრის Super Bowl, ამ ტრანსლაციის სარეკლამო ჭრის დრო თითქმის სრულად გაყიდა.

ამ მომენტისთვის ბრენდებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ 5 სლოტი. როგორც ცნობილია, აღნიშნული ტრანსლაციის ნახევარწუთიანი სარეკლამო დროის ფასი 6,5 მილიონი დოლარია.

ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ფინალი 2022 წელის 13 თებერვალს გაიმართება, ინგლვუდის სტადიონზე SoFi, შტატში კალიფორნია. გასულ წელთან შედარებით, როცა ტურნირის ტრანსლირებას CBS ახდენდა, წელს რეკლამის ფასი 18%-ით გაიზარდა.

წლევანდელ ფინალში სარეკლამო დრო ძირითადად, სასმელების მწარმოებელმა, საავტომობილო კომპანიებმა და სტრიმინგ სერვისის მიმწოდებელმა ჰოლივუდურმა ბრენდებმა შეიძინეს.

NBC Sports Group-ის რეკლამების გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის დენ ლავინგერის თქმით, მაუწყებელმა ასევე, თითქმის სრულად გაყიდა პეკინში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების სარეკლამო პაკეტიც.

კოკა კვირკველია