„ტრანსპორტის არქონა ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, ამიტომაც გაიხსნა, სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც არის"

სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს არის - ინფიცირებულთა მაჩვენებელი ნელა მოდის დაბლა, დაველოდოთ დასტაბილურებას,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, მოსალოდნელია თუ არა არსებული ეპიდვითარების ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება.

როგორც თურნავა აღნიშნავს, ეპიდვითარების სტაბილიზაციაში მობილობის შეზღუდვამაც შეასრულა პოზიტიური როლი.

„ეპიდვითარება სტიბილურდება. ამ დასტაბილურებაში პირველი, რაც მოქმედებს ვაქცინაციის მაღალი ტემპია, მაგრამ, მობილობის შეზღუდვამაც თავისი პოზიტიური როლი შეასრულა.

ვიცით, რომ ტრანსპორტის არქონა ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, ამიტომაც გაიხსნა. სხვა შემსუბუქებებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ჩვენ ვინარჩუნებთ იმ რეგულაციებს, რაც დღეს არის. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ნელა მოდის დაბლა, დაველოდოთ დასტაბილურებას“,-აღნიშნავს თურნავა.