რებრენდირებული Paramount Pictures სტრიმინგ-მაუწყებლობის კონტენტს ზრდის

ViacomCBS ფილმებისა და ტელევიზიის განყოფილება Paramount Pictures-ის რესტრუქტურიზაციას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, კომპანიას საკაბელო და სტრიმინგ- სერვისებში კონტენტის რაოდენობის გაზრდა სურს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Paramount Pictures იმუშავებს, როგორც ცალკე ორგანიზაცია და მას დევიდ ნევინსი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად Showtime Networks-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია.

„რაკი სტრიმინგ-სერვისებს გასართობად სულ უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ეს ნაბიჯი კომპანიას საშუალებას მისცემს, ფოკუსირდეს თავის რებრენდირებულ Paramount+ სტრიმინგ პლატფორმასა და საკაბელო ქსელ Showtime-სა და PlutoTV-ზე“,- წერს Reuters.

ბრაიან რობინსს, რომელიც ამჟამად Nickelodeon-ის პრეზიდენტია, ახალი უფლებამოსილება დაეკისრება და კინოსტუდია Paramount-ის მმართველი გახდება. ის ამ თანამდებობაზე ჯიმ ჯანოპულოსს შეცვლის. ჯანოპულოსი კინოსტუდიას იმ პერიოდში ხელმძღვანელობდა, როცა Paramount-მა ფილმები „A Quiet Place", „Rocketman" და „Mission: Impossible-Fallout" გადაიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ