ახალი iPhone 13-ის პრეზენტაციის შემდეგ Apple-ის აქციები გაუფასურდა

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის აქციებზე ფასი 1,36%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც კომპანიამ ახალი თაობის სმარტფონები და პლანშეტები წარმოადგინა. ამის შესახებ მოწმობს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მონაცემები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანიის თითო აქციაზე ფასი 150,35 დოლარიდან 147,51 დოლარამდე შემცირდა. აღნიშნული ვარდნა კი დროში დაემთხვა კომპანიის მიერ ახალი პროდუქციის პრეზენტაციას.

როგორც ცნობილია, Apple-მა მის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც ტრადიციულად სექტემბერში მართავს, წარმოადგინა სმარტფონების ახალი ხაზი iPhone 13 და ასევე ახალი თაობის iPad პლანშეტები და ჭკვიანი საათი.

კოკა კვირკველია