Visa-ს ხელშეწყობით, მსოფლიო მასშტაბით 16 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე გაციფრულებულია

Visa-ს ხელშეწყობით, მსოფლიო მასშტაბით 16 მილიონი მცირე და საშუალო ბიზნესი უკვე გაციფრულებულია, ხოლო მიზანი - 50 მილიონია - ამის შესახებ ინფორმაციას Visa-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს.

Visa-ს ინფომაციით, 16 მილიონი მცირე და მიკრო საწარმოების ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფა 2020 წელს დასახული მრავალწლიანი მიზნის 30% -ზე მეტს შეადგენს, რაც გულისხმობს 50 მილიონი მცირე და მიკრო ბიზნესისთვის ციფრული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მათივე ინფორმაციით, პანდემიის დაწყების დღიდან Visa-მ დაიწყო დუბაიდან კოლუმბიის ოლქამდე (DC) სათემო პროგრამების განხორციელება, რათა დახმარება გაეწია მცირე საწარმოებისთვის განეხორციელებინათ ანგარიშსწორება ციფრულ ფორმატში და მეტი წვდომა ჰქონოდათ ციფრულ ეკონომიკაზე. მცირე და მიკრო საწარმოებისთვის ციფრულ ფორმატზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობა ხაზგასმულია დღეს გამოქვეყნებულ Visa Back to Business გლობალური კვლევის მე-5 გამოცემაში, რომლის თანახმად, მომხმარებელთა 68%-ს შესაბამისად, COVID-19– მა სამუდამოდ შეცვალა ანგარიშსწორების გზები.

„პანდემიის 19-თვიანი მიმდინარეობის პროცესზე დაკვირვების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ მცირე საწარმოებმა, რომელებიც ციფრულ კომერციას და ტრანსსასაზღვრო გაყიდვებს აწარმოებდნენ, უკეთესად გადაიტანეს პანდემია,”- განაცხადა მერი ქეი ბოუმანმა, Visa-ს პროდუქტის მომხმარებელთა და გაყიდვების პლატფორმის განყოფილების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, „მაგრამ ეს აღარ არის მხოლოდ გარდაქმნა და გადარჩენა. ჩვენ ახლა ვხედავთ მეწარმეობის იმედისმომცემ ზრდას და, როდესაც 50 მილიონიანი მიზნისკენ მივდივართ, ჩვენ ვეხმარებით ახალი თაობის მეწარმეებს კარგად იყონ გათვითცნობიერებული ციფრულ ფორმატში.”