მოვაჭრეების ინფორმაციით, ფასის გაზრდის მიუხედავად, სიგარეტზე მოთხოვნა არ შემცირებულა

სიგარეტის ჯიხურებში აცხადებენ, რომ ფასის გაზრდის მიუხედავად სიგარეტზე მოთხოვნა არ შემცირებულა.

როგორც სიგარეტით მოვაჭრეებმა განაცხადეს, ასევე არ შეინიშნება მაღალფასიანი სიგარეტიდან დაბალფასიან სიგარეტზე მწეველის გადასვლა. მათივე ინფორმაციით, გარკვეულ სიგარეტებზე – "პარლამენტზე", "ჩესტერფილდზე", L&M-ზე ფასმა 30 თეთრით მოიმატა, "ვინსტონზე" 20 თეთრით, ხოლო ზოგიერთ სიგარეტზე მაგალითად, "კენტსა" და "ემ-ემ-ზე" ფასი საერთოდ არ გაზრდილა.

აღსანიშნავია, რომ სიგარეტზე ფასის ზრდის მიზეზად საქართველოს მთავრობაში, მავნებლობიდან გამომდინარე სიგარეტზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებდნენ. 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი გაიზარდა 0.15 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე, 20 ღერზე – 0.05 ლარის ოდენობით.