Volvo-მ ლოგო განაახლა

კომპანიამ Volvo-მ გადაწყვიტა ლოგო გამოიცვალოს. შვედები აყვნენ ლოგოს ცვლილების გლობალურ ტრენდს, რომელსაც ავტომწარმოებლები წელს მიჰყვნენ და საკუთარი ემბლემები ორგანზომილებიან ლოგოზე შეცვალეს. ამ ეტაპზე ლოგოს ცვლილება კომპანიის სოციალური მედიის ვებ-გვერდებზე გამოჩნდა, მოგვიანებით კი მას დილერებთანაც გამოცვლიან და ავტომობილებზეც დაიტანენ.

ლოგო Volvo Iron Mark-ი ინარჩუნებს თითქმის საუკუნის წინ შერჩეულ საკვანძო ელემენტებს. 1927 წელს ბრენდის სულ პირველ ავტომობილზე Volvo ÖV 4 შედგა ისრიანი წრის დებიუტი, რომელიც მარჯვენა კუთხისკენ არის მიმართული. ის არის პლანეტა მარსის სიმბოლო და ამასთან, მიგვანიშნებს მამაკაცურ საწყისზე, ხოლო ალქიმიკოსების მიერ გამოიყენება რკინის სიმბოლოს აღსანიშნავად. 1930 წლიდან კი მარსის შუბი და ფარი გავრცელდა ბრენდის ოფიციალურ ლოგოდ და შეუერთდა მინაწერს Volvo, რომლის შრიფტი ამ დრომდე უცვლელია.

ბოლოს Volvo-ს ბრტყელი ლოგო 90-იანებში გამოიყენებოდა. ახლა კი აიდენტიკა დაუბრუნდა 2D-ს და თან მაქსიმალურად გამარტივებული სახით: გაქრა საფირმო ლურჯი ფერი, ხოლო წარწერას Volvo გაუქრა ფონი.

შეგახსენებთ, რომ Volvo-მდე მარტივი ახალი ემბლემები გამოიყენეს კომპანიებმა Nissan, Volkswagen და Kia.

კოკა კვირკველია