სამშენებლო მასალები 17.2%-ით გაძვირდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 8.2 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 20.6 პროცენტიანი მატებით, რამაც 5.15 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 16.8 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 17.2 პროცენტიანი ზრდით, რაც 10.08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

თაია არდოტელი