Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1200 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1200 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 27 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1172 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6481 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.