აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა - ტოპ-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანში ექსპორტით 284,282 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 346,996 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 328,585 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში კი - 342,397 მლნ აშშ დოლარის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. "გადავხედე სტატისტიკას და შევამჩნიე, რომ გვაქვს საგრძნობი პროგრესი ეკონომიკის, სავაჭრო ბრუნვის კუთხით“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა იმ პროდუქტების ჩამონათვალით, რასაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ აზერბაიჯანში.

2021 წლის იანარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებული ტოპ-10 პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა- 126, 6 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 78, 6 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტროენერგია - 23, 3 მლნ აშშ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 21,2 მლნ აშშ დოლარი
  • ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 20,7 მლნ აშშ დოლარი
  • ცემენტი - 18,1 მლნ აშშ დოლარი
  • ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული - 3,1 მლნ აშშ დოლარი
  • ზეთი მზესუმზირის, ალისარჩულის ან ბამბის და მათი ფრაქციები - 2,7 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიმერები ეთილენის, პირველადი ფორმებით - 2,5 მლნ აშშ დოლარი
  • თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 2,3 მლნ აშშ დოლარი

2021 წლის 8 თვეში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ტოპ-10 პროდუქტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 163,2 მლნ აშშ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 15,1 მლნ აშშ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 11,5 მლნ აშშ დოლარი
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 11,3 მლნ აშშ დოლარი
  • სატვირთო ავტომობილები - 10,7 მლნ აშშ დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 10,5 მლნ აშშ დოლარი
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - 9,2 მლნ აშშ დოლარი
  • ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 9,1 მლნ აშშ დოლარი
  • ბამბა საფეიქრო მასალებისაგან, საფეიქრო ბოჭკოები სიგრძით არა უმეტეს 5 მმ-ისა - 8,7 მლნ აშშ დოლარი
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსგან - 8,6 მლნ აშშ დოლარი

ნინი ქეთელაური