”ვისოლი” საწვავზე ფასის შემცირებას განაგრძობს

9 იანვრიდან „ვისოლი“ ქსელში არსებულ პროდუქტებზე ფასს კიდევ 5-7 თეთრით ამცირებს.

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით, „ვისოლი“ფასებს უკვე მეცხრედ ამცირებს და ქსელში კომპანიის პროდუქტების ფასმა ჯამში უკვე 40-თეთრამდე დაიკლო. მომავალ კვირას კვლავ იგეგმება საწვავზე ფასების შემცირება.