რატი ბრეგაძე - საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო

ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო.

„ინფორმაცია გაავრცელა თავად საჯარო რეესტრმა, იყო მათ შორის ინტერვიუც, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, რატი ბრეგაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.