ნავთობის ფასი შემცირდა

2015 წლის 9 იანვრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 49,27 (-1,55) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 47,52 (-1,27)დოლარი/ბარელზე.