საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11459 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11459 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 2863 მლნ აშშ დოლარი იყო (2 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8595 მლნ აშშ დოლარი (7 %-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წელს 5732 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 21 იანვარს გამოქვეყნდება.