საქართველოს ვიზის აღება ელექტრონულად, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი

საქართველოს ვიზის აღება ელექტრონულად, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ჩვენი ვარაუდით, თებერვლის ბოლოსთვის სისტემა უნდა იყოს დაშვებული. უნდა ფუნქციონირებდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, მუშაობის პროცესში ბევრი რამ დაიხვეწება. დამერწმუნეთ, რომ დღეს ჩვენი უმთავრესი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის, მაქსიმალურად გავაადვილოთ ის ბიუროკრატიული ადმინისტრაციული ბარიერები, რაც წარმოქმნა იმ რეგულაციებმა, რომელიც იქნა რამდენიმე თვის წინ მიღებული", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.