ოჰაიოს პროკურატურა Meta-სგან 100 მილიარდ დოლარს ითხოვს

ოჰაიოს შტატის პროკურატურამ შეიტანა სარჩელი კომპანია Facebook-ის წინააღმდეგ, რომელმაც გადაირქვა სახელი და ახლა Meta ეწოდება. მიზეზი ბავშვებთან მიმართებაში ალგორითმების გამოყენებაა. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

სარჩელი შეტანილია შტატის საინვესტიციო კომპანიებისა და საპენსიო სისტემის მხრიდან, რომლებიც Meta-სგან 100 მილიარდი დოლარის კომპენსაციას ითხოვენ. „Facebook-ის ხელმძღვანელობა გვარწმუნებდა, რომ ზრუნავდა ჩვენს შვილებზე და დაკავებული იყო ონლაინ-ტროლების მოშთობით, თუმცა რეალურად ის საკუთარი კეთილდღეობისთვის თესავდა ტანჯვას“, - წერია საჩივარში, რომელსაც გაზეთი ავრცელებს.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, კომპანიის ხელმძღვანელობამ 29 აპრილიდან 21 ოქტომბრამდე პერიოდში დაარღვია ფედერალური კანონმდებლობა, შეიყვანა რა საზოგადოება შეცდომაში, იმასთან დაკავშირებით, რა ნეგატიური გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა მის პროდუქციას არასრულწლოვნებზე. მომჩივანი კომპენსაციის გარდა Meta-სგან ითხოვენ მიიღონ ზომები, რათა კვლავ არ შეიყვანონ შეცდომაში საკუთარი ინვესტორები.

სექტემბერში The Wall Street Journal-მა დაიწყო მავნებლური პრაქტიკების შესახებ მასალების გავრცელება, რომელიც ვლინდებოდა კომპანიის მუშაობაში და რომელიც გამოცემის ჟურნალიტს ამ კომპანიის ყოფილმა თანამშრომლემა ფრენსის ჰაუგენმა მიაწოდა. მასში საუბარი იყო სოციალური ქსელის მხრიდან იმ ტიპის კონტენტის ხლშეწყობაში, რომელსაც შეეძლო ზიანი მიეყენებინა ადამიანების ჯანმრთელობისთვის, მაგალითად, ანორექსიით დაავადებულებს სთავაზობდა ისეთ ჯგუფებში გაწევრიანებას, რომელიც გახდომას ეხებოდა. ყურადღების მისაპყრობად არ ხდებოდა რადიკალური და ექსტრემალური კონტენტის ფილტრაცია.

25 ოქტომბერს კი მსგავსი ტიპის მასალები გავრცელდა მთელ რიგ გამოცემებში. წყაროები ამტკიცებდნენ, რომ კომპანია პრაქტიკულად არ ფილტრავდა კონტენტს აშშ-ის ფარგლებს გარეთ, რაც ამ სოციალური ქსელის საშუალებით შურისა და ქსენოფობიური განწყობების გავრცელებას უწყობდა ხელს. მონიტორინგი მნიშვნელოვნად იყო შემსუბუქებული თავად აშშ-შიც. ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ.

კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადებით, მისი კომპანიის მიმართ ბრალდებები აბსურდულია, ვინაიდან კომპანიას არასოდეს არ დაუყენებია ადამიანების ჯანმრთელობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ.

კოკა კვირკველია