კომერციული ბანკების უმეტესობაში დოლარი 1,98 ლარად იყიდება

კომერციული ბანკების უმეტესობაში 1 დოლარის გაყიდვის ფასი კიდევ გაიზარდა.

ამ დროისთვის, კომერციული ბანკების მიერ დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურს 4 პუნქტით აღემატება. კონკრეტულად, "საქართველოს ბანკსა" და "თიბისი ბანკში" 1 დოლარს 1.98 ლარად ყიდიან და 1.90 ლარად ყიდულობენ. რაც შეეხება "ლიბერთი ბანკს", 1 დოლარს 1,97 ლარად ყიდიან და 1,91 ლარად ყიდულობენ.

დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვთ განთავსებული.

დოლართან მიმართებაში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც უქმე დღეების გამო 17 იანვრიდან არ შეცვლილა, დღეისთვისაც 1.94 ლარს შეადგენს. სავალუტო ჯიხურების ნაწილიც, კომერციული ბანკების მსგავსად, დოლარს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსზე ძვირად ყიდის. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის ყიდვის ფასი 1.938 ლარს შეადგენს, გაყიდვის კი – 1.94-ს. სავალუტო ჯიხურების უმეტესობაში გაცვლითი კურსი სწორედ ამ მაჩვენებლებს შეადგენს.