უკრაინისთვის რუსულ გაზზე დაწესებული ფასდაკლება პირველი აპრილიდან შეწყდება

უკრაინისთვის რუსულ გაზზე ზამთრის პერიოდში დაწესებული ფასდაკლება პირველ აპრილს იწურება.

"ეკონომიჩესკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ "გაზპრომის" ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა რუსეთის პრემიერ-მინისტრთან, დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე განაცხადა. "ფასდაკლება, რომელიც რუსეთმა უკრაინას მთავრობის განკარგულების შესაბამისად გაუკეთა, პირველი აპრილიდან შეწყდება და ამავე პერიოდიდან უკრაინისთვის გაზის მიწოდება განხორციელდება კონტრაქტით მკაცრად განსაზღვრული წესებით", - განაცხადა მილერმა.