უამინდობის გამო რამდენიმე რეისი გაუქმდა

უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი შეფერხდა.

როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, ძლიერი ნისლის გამო, სტამბული-თბილისისა და დუბაი-თბილისის ავიარეისები გაუქმდა. ხოლო, თბილისი-მიუნხენის რეისი გადაიდო. აეროპორტის ცნობით, თბილისი-მიუნხენის რეისი დღეს, 16:40 საათზე შესრულდება.