საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების მოცულობა გაზრდილია

საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა თითქმის 13 %-ით მოიმატა

საქართველოდან საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების მოცულობა გაზრდილია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, შარშან, 2013 წელთან შედარებით, საქართველოდან ფულადმა გზავნილებმა თითქმის 13 %-ით მოიმატა. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც როგორც წესი, ყველაზე მეტი გადარიცხვა ხორციელდება, აღსანიშნავია, რომ რუსეთში თითქმის 20 მილიონი დოლარით მეტი გადაირიცხა და ეს მაშინ, როდესაც რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები თითქმის ორჯერ შემცირდა. ნაკლები თანხა გაიგზავნა ასევე უკრაინაში, იტალიასა და უზბეკეთში. ნიგერიაში კი, სადაც აფრიკულ ქვეყნებს შორის საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა შედის, ფულადი ნაკადები შემცირდა. ამის პარალელურად გადარიცხვებმა მოიმატა საბერძნეთსა და ყირგიზეთში.

ფულადი გადარიცხვები (ათასი $ 2013 – 2014 წწ)

რუსეთი 51,218.9 --- 72,807.5

უკრაინა 22,277.6 --- 19,123.8

საბერძნეთი 17,036 --- 18,576.1

იტალია 3,936.9 --- 3,748.5

უზბეკეთი 5,743.4 --- 4,031.5

ყირგიზეთი 2,445.3 --- 3,534.5

ნიგერია 5,526.1 --- 3,508.8