უმდიდრესი საფეხბურთო კლუბების სიაში, ინგლისის მთელი პრემიერ-ლიგა მოხვდა

მსოფლიოს 40 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბის სიაში, ისტორიაში პირველად, ინგლისური პრემიერ-ლიგის ოცივე კლუბი მოხვდა.

ამასთან, "მანჩესტერ სიტი", "მანჩესტერ იუნაითედი", "ჩელსი", "არსენალი" და "ლივერპული", 10 ყველაზე მდიდარი კლუბის სიაში მოხვდნენ, რომელთა სათავეში "მადრიდის რეალი" მოექცა.

კვლევა კომპანია Deloitte-მ ჩაატარა, რომელმაც დაადგინა, რომ ბრიტანული კლუბების კეთილდღეობაში უდიდესი წვლილი, ტელეტრანსლაციების კონტრაქტმა შეიტანა, რომლის ღირებულებაც 4,5 მილიარდი დოლარია. ამ წლის მონაცემებით, ინგლისური პრემიერ-ლიგის აუტსაიდერი უფრო დიდ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე 2013 წლის ჩემპიონი.