არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სარფი" დიდი რაოდენობით ოქროს ნაკეთობების დეკლარირების გარეშე შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხრიდან შემოსული სომხეთის მოქალაქე დ.ჰ.-ის ბარგის დათვალიერებისას, მათ 2676,26 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 126801,21 ლარი. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა აჭარის ფინანსურ პოლიციას.