საგამოძიებო სამსახურმა ჩინეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩინეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე, ჩინეთის მოქალაქე ხუანგ სუვეი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. "გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები. ხუანგ სუევმა საბაჟო დეკლარაციაში არ დააფიქსირა აღნიშნული საქონელი და ამ გზით სცადა ტვირთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამოვლენილი და აღკვეთილია საგამოძიებო სამსახურის მიერ", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.