ვლადიმერ პუტინმა სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან უკრაინის საკითხზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელ, კრისტინ ლეგარდთან სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის გრძელვადიანი საკრედიტო დახმარების საკითხი განიხილა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში შექმნილი რთული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დაძლევისთვის საერთაშორისო დახმარების საკითხი. 21 იანვარს კრისტინ ლეგარდმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს დაუჭერს უკრაინის ფინანსირების გრძელვადიან გეგმას სტრუქტურული ეკონომიკური და ფისკალური რეფორმების სანაცვლოდ.