Apple გაყიდვების რეკორდული რიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია Apple, უკანასკნელი ერთი კვარტალის განმავლობაში განხორციელებული რეკორდული გაყივების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალმა 18 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების აზრით, მიზეზი ბაზარზე ახალი iPhone-6-ის გამოსვლა გახდა, რომელიც 2014 წლის უკანასკნელი კვარტალის განმავლობაში 74 მილიონ ეგზემპლიარად გაიყიდა. iPhone-6-ზე განსაკუთრებული მოთხოვნა ჩინეთშია, სადაც გაყიდვები 2013 წელთან შედარებით, 70%-ით გაიზარდა.

ამასთანავე, იკლებს iPad-ის პლანშეტების გაყიდვების რაოდენობა, რომელმაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18%-ით იკლო. გარდა ამისა, კომპანიის აქციებმა სამშაბათის მონაცემებით, 5%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ Apple-ის ახალი პროდუქცია, ”ჭკვიანი საათი” - Apple Watch გაყიდვაში აპრილის თვეში გამოვა.