Warner Music-მა დევიდ ბოუის სიმღერების კატალოგი 250 მლნ დოლარად შეიძინა

ამერიკულმა ხმის ჩამწერმა კომპანიამ Warner Music Group-მა ბრიტანელი მომღერლის დევიდ ბოუის სიმღერების სრულ კატალოგზე უფლებები 250 მლნ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ბრიტანული საქმიანი გაზეთი Financial Times წერს.

გამოცემის ცნობით, შეთანხმება მოიცავს მომღერლის 26-ვე სტუდიურ ალბომს. „ჩვენ ნამდვილად კმაყოფილი ვართ, რომ დევიდ ბოუის მუსიკა სანდო ხელში იქნება“, - განაცხადეს კომპანიაში.

მანამდე ამერიკულმა კომპანიამ 500 მილიონად შეიძინა ბრიუს სპრინგსტინის კატალოგი, ხოლო 300 მილიონად ბობ დილანის სიმღერების კატალოგი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამდენად მაღალი ფასი იმითაა განპირობებული, რომ ამ მომღერლების მუსიკაზე მოთხოვნა კვლავინდებურად მაღალია. მათ ყიდულობენ, უსმენენ სტრიმინგ სერვისებზე და იყენებენ ფილმებსა და რეკლამებში.

კოკა კვირკველია