ფიფა: კლუბებმა 4,1 მილიარდი დოლარი ფეხბურთელების ტრანსფერზე დახარჯეს

2014 წელს, საფეხბურთო კლუბებმა რეკორდული 4,1 მილიარდი დოლარი, საერთაშორისო ტრანსფერებზე დახარჯეს,-  ამის შესახებ "ფიფა" იტყობინება.

როგორც გაირკვა, ყველაზე დიდი თანხა ინგლისურმა კლუბებმა გაიღეს, მათ მიერ ტრანსფერებში გადახდილი თანხა 1,2 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზე ესპანური კლუბები გავიდნენ 700 მილიონი დოლარით. ქვეყნების ათეულში, რომლებიც საერთაშორისო ტრანსფერებში დიდ თანხებს ხარჯავენ, პირველად მოხვდა ჩინეთი.