2021 წელს უკრაინამ პრივატიზაციიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო

სახელმწიფო ქონების პრივატიზების კამპანიამ გასულ წელს უკრაინის ბიუჯეტს 5,1 მლრდ გრივნა (186 მლნ დოლარი) მოუტანა, რაც ბოლო დეკადის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელმა დმიტრი სენიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, 2020-2021 წელს პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში გადააჭარბა წინა 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს და შეადგინა 7,35 მლრდ გრივნა (268 მლნ დოლარი).

მისივე თქმით, ფონდს წელსაც ამბიციური მიზნები აქვს ამ მიმართულებით და ამასთან, ოპტიმისტურად არიან განწყობილი ამ მიზნების შესრულების კუთხით.

შეგახსენებთ, უკრაინაში მასიური პრივატიზაციის პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა, ქვეყანამ გასაყიდად გამოიტანა 431 სახელმწიფო ქონება.

კოკა კვირკველია