მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კლიმატურ საფრთხეებს კრიტიკულად აფასებს

ბუნებრივი რესურსების კრიზისი და კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიის ჩავარდნა, არის ძირითადი კრიტიკული რისკები გრძელვადიან პერსპექტივაში - ამის შესახებ საუბარია ანგარიშში Global Risks Report 2022, რომელიც გავრცელებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ მიერ.

დოკუმენტში მოყვანილია გლობალური რისკების აღქმის ბოლო კვლევის შედეგები, რომელთან შესაბამისობაში ათწლიან პერსპექტივაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ რისკებს, ისეთებს როგორიცაა ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, ბუნებრივი რესურსების კრიზისი და ასევე კლიმატის წინააღმდეგ ბრძოლის მოქმედების არქონა. ხილვად მომავალში ყველაზე მაღალ რისკებად დასახელებულია ინფექციური დააავადებები, კერძოდ COVID-19, რომელიც ხელს უშლის მრავალწლიან პროგრესს სიღარიბის შემცირებასა და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლაში. არასასურველი სცენარების ჯგფშია ასევე გამოყოფილი, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ჩავარდნის ფაქტორები.

კვლევის თანახმად, გრძელვადიანი რისკების დადგომის შედეგი შეიძლება იყოს სოციალური მღელვარება, პოლიტიკური გახლეჩილობა და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, რაც ნეგატიურად აისახება სხვა საკვანძო პრობლემების მომდევნო ათწლეულებში მოგვარების პერსპექტივებზე.

კვლევის ავტორები ყველაზე სავარაუდო რისკებად, რომლებიც შეიძლება მომდევნო ხუთ-ათ წელიწადში წარმოიშვას, ასეხელებენ დასაქმების კრიზისს, ასევე ახალგაზრდებში იმედგაცრუების ფართოდ გავრცელებას, ციფრულ უთანასწორობას, ეკონომიკურ სტაგნაციას, სოციალური ერთიანობის ეროზიას და ტერორისტულ თავდასხმებს.

ავტორების აზრით, მსოფლიო თანამეგობრობა მეტწილად აიგნორებს „ახალგაზრდების იმედგაცრუების“ რისკს, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში გახდება სერიოზული საფრთხე მსოფლიოსთვის. „საზოგადოებრივი გამარჯვებები, რომლებიც მოპოვებულია თავდაუზოგავი შრომით, განულდება, თუ ახლანდელ თაობას არ ექნება მომავალ შესაძლებლობებთან მისასვლელი ადექვატური გზები და თუ ის დაკარგავს რწმენას დღევანდელ ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი“- აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

კოკა კვირკველია