ბრიტანულმა მარეგულირებელმა Mastercard-ი 43 მლნ დოლარით დააჯარიმა

ბრიტანეთის საგადასახადო სისტემების მარეგულირებელმა ორგანომ - PSR კომპანია Mastercard-ი და ბრიტანეთში მოქმედი კიდევ 4 კომპანია დააჯარიმა. საუბარია 33 მლნ გირვანქა სტერლინგზე (44 მლნ დოლარი), რისი მიზეზიც გახდა ამ კომპანიების მიერ კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა და კარტელური გარიგება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მარეგულირებელი ავრცელებს.

ყველაზე მსხვილ ჯარიმას 31 მლნ გირვანქას (43 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით გადაიხდის Mastercard, დანარჩენს კი დარჩენილი 4 კომპანია - Financial Services, Allpay, APS და Sulion.

„ხუთმა მხარემ დაარღვია კონკურენციის შესახებ კანონი, შეთანხმდნენ კონკურენცია არ გაუწიონ ერთმანეთს და არ გადაიბირონ ერთმანეთის კლიენტები ბრიტანეთის ბაზარზე“, - აღნიშნავს მარეგულირებელი.

უწყების ინფორმაციით, ამ კომპანიების საგადამხდელო ბარათებს იყენებს ბრიტანეთის ხელისუფლება სოციალურად დაუცველებისთვის, უსახლკაროებისთვის, თავშესაფრის მაძიებლებისთვის და ა.შ.

PSR-ის ხელმძღვანელის ქრის ჰელმსის თქმით, დაკისრებული ჯარიმები „ნათლად მიანიშნებს, რომ მარეგულირებელი არ შეურიგდება კარტელურ გარიგებებს“, რომლებიც დარტყმას აყენებს კონკურენციას საგადასახადო ბაზარზე.

კოკა კვირკველია