“ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცენდენტო აქციებს სთავაზობს

დღეიდან “ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცენდენტო აქციებს სთავაზობს.

თუ თქვენ ფლობთ ტოიოტას მარკის ავტომობილს, მაშინ ეს აქციები სწორედ თქვენთვის არის შექმნილი. მათ, ვინც სამღებრო/სათუნუქე მომსახურებით ისარგებლებს, გადაეცემათ შემდეგი საჩუქრები: 10% ფასდაკლების ბარათი, 5 ლიტრი ძრავის ზეთი და ვიდეორეგისტრატორი MiVue538 Deluxe. გარდა ამისა, ყოველ 4 ლიტრ შეძენილ ძრავის ზეთზე მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად 1 ლიტრ ზეთსა და სავალი ნაწილის უფასო შემოწმებას. ხოლო მათ, ვინც ახლა შეიძინა 5 წელზე მეტი ასაკის ტოიოტას მარკის ავტომობილი, 1 თვის მანძილზე ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით სერვისზე, სათადარიგო ნაწილებსა და ზეთებზე. აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ვებ-გვერდს მისამართზე www.toyota-tegeta.ge.

შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ახლახან გაიხსნა უმაღლესი ხარისხის სამღებრო-სათუნუქე უბანი, რომელიც აღჭურვილია უახლესი მოდელის დანადგარებით, აპარატურითა და სახარჯი მასალებით. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს შემდეგი მომსახურებებით: სამღებრო სამუშაოები, ავტომობილის დაშლა-აწყობა, პლასტმასის აღდგენა-გასწორება, მინების მოხსნა-დაყენება, გამაგრილებელისა და გამათბობელის გამართვა, ნებისმიერი სახის სათუნუქე სამუშაო, ავტომობილის რობოტზე გაჭიმვა, მოლდინგებისა და ნიკელის კანტების მონტაჟი-დემონტაჟი და სხვა. უმაღლესი ხარისხის მომსახურების უმოკლეს დროში შესრულება განპირობებულია როგორც დანადგარებისა და სახარჯი მასალების მაღალი ხარისხით, ასევე მომსახურე პერსონალის მაღალი კვალიფიკაციით. თითოეულ თანამშრომელს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ,,Toyota-Nippon”-ის ტრეინინგები და გააჩნია შესაბამისი გამოცდილება.

შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არის ტოიოტას ახალი ოფიციალური დილერი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ტოიოტას ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ევროპული სტანდარტების ავტოსერვისს.

R