ისტორიაში პირველად პლანშეტების გაყიდვების რაოდენობა შემცირდა

2014 წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიო ბაზარზე პლანშეტების მიწოდებამ 76,1 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3,2%-ით ნაკლებია.

ეს პირველი შემცირებაა ბაზრის ისტორიაში, რომელსაც საფუძველი 2010 წელს ჩაეყარა. 2014 წლის პირველი სამი კვარტალის განმავლობაში ბაზარი დადებით დინამიკას უჩვენებდა, საერთო ჯამში, გასული წლის განმავლობაში 4,4% შეადგინა და 229,6 მილიონამდე ავიდა.

2014 წლის მეოთხე კვარტალის უარყოფითი დინამიკა ანალიტიკოსებმა Apple iPad დიაგონალების გაზრდას მიაწერეს. ამ მიზეზის გამო, გაყიდვების რაოდენობა 17,8%-ით შემცირდა. Apple iPad - ბაზრის ერთ-ერთი მთავარი დრაივერია, ამიტომ ბაზრის დინამიკაში პლანშეტების გაყიდვებზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული. რაც შეეხება 2015 წელს, ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ პლანშეტების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო დადებით როლს მათი აზრით, Windows 10-ის გამოსვლა ითამაშებს.