აუქციონზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 17 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 10.380 პროცენტით, მაქსიმალური - 10.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 10.464 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 10.500 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.