ევროპაში რუსული გაზი 11 პროცენტზე მეტით გაიაფდა

2014 წელს ევროპის ქვეყნებში, ბალტიისპირეთისა და დსთ-ს ქვეყნების გამოკლებით, რუსული გაზის ღირებულება 11,4%-ით შემცირდა და ათას კუბურ მეტრზე მისმა ღირებულებამ 341 დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ "გაზპრომის" წარმომადგენელმა ალექსანდრე მედვედევმა ჰონგ-კონგში ვიზიტისას განაცხადა. მისივე თქმით, 2013 წელს ევროპის ქვეყნებში რუსული გაზის ღირებულება ათას კუბურმეტრზე 385 დოლარს შეადგენდა, 2012 წელს კი მისი ფასი 403 დოლარს აღწევდა ათას კუბურ მეტრზე.

"გაზპრომის" წარმომადგენლის განცხადებით, რუსული გაზის საექსპორტო ფასებზე პირველ რიგში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნამ იმოქმედა.