ნავთობზე ფასი კვლავ დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის რამდენიმე დღიანი უმნიშვნელო მატების შემდეგ, ნავთობის ფასი კვლავ დაეცა.

”როიტერის” ინფორმაციით, ნიუ იორკის ბირჟაზე ”ბრენტის” მარკის ნავთობის ფასი 1,02 დოლარით დაეცა და ბარელზე 53,14 დოლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც ორიოდ დღის წინ მისმა ფასმა ბარელზე 55 დოლარს მიაღწია. დაიკლო WTI-ის ნავთობის ფასმაც და ბარელზე 47,48 დოლარი შეადგინა.

ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟისგან განსხვავებით, ლონდონის ICE ბირჟაზე ”ბრენტის” მარკის ნავთობზე ფასი 0,53 დოლარით გაიზარდა და ბარელზე 54,69 დოლარს მიაღწია. მკვეთრი ვარდნის შემდეგ დოლართან მიმართებაში გაძვირებას იწყებს ევრო. დღევანდელი დილის მონაცემებით, ერთი ევროს ფასი 1,1343 დოლარიდან 1,1356 დოლარამდე გაიზარდა.