საფრანგეთის შემდეგი მიზანი - რუსი ოლიგარქების იახტების, ძვირად ღირებული მანქანების და სხვა ქონების კონფისკაცია

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, საფრანგეთი რუსი ოლიგარქების საკუთრებაში არსებულ ქონების სიას ადგენს, მათ შორის ძვირად ღირებულ მანქანებსა და იახტებს, რომლებიც შესაძლოა, მათ ევროკავშირის სანქციებით ჩამოერთვათ.

„პრეზიდენტის მოთხოვნით, ჩვენ ვაგრძელებთ ფინანსური აქტივების, უძრავი ქონების, იახტებისა და ძვირად ღირებული მანქანების (საფრანგეთში) სრულ კვლევას, რომლებიც ეკუთვნით რუს პირებს. ახლა ისინი ევროპული სანქციების შემდეგი სამიზნე არიან“, - განაცხადა ორშაბათს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი მუშაობს სხვა რუსების ქონების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც „რუსეთის მთავრობასთან სიახლოვის გამო“, შესაძლოა, სანქციებს დაექვემდებაროს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა, პარიზში, საპრეზიდენტო სასახლეში ლე მაირთან ერთად, სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ შესაბამისი ზომები რუსული პროპაგანდისტული ორგანოების წინააღმდეგ, უმოკლეს დროში მიიღება.

ქრისტინე კაპანაძე