Moody's-ს წარმომადგენლები "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის წარმომადგენლები "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

"საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის სტრუქტურაზე, პრიორიტეტულ სექტორებზე, დაფინანსების წყაროებსა და მანდატზე. საუბარი ასევე შეეხო საინვესტიციო გარემოს, "საპარტნიორო ფონდისთვის" და მთავრობისთვის პრიორიტეტულ სექტორებს, ამ სექტორებში მიმდინარე და უკვე დასრულებულ პროექტებს.