ჰამბურგში, შტუტგარდსა და ჰანოვერში გაფიცვების გამო შესაძლოა, ათობით ავიარეისი გაუქმდეს

გერმანიის სამ აეროპორტში - ჰამბურგში, შტუტგარდსა და ჰანოვერში უსაფრთხოების სამსახურის პერსონალი გაიფიცა.

"დოიჩე ველეს" ცნობით, მოსალოდნელია ათობით ავიარეისის გაუქმება, რის გამოც შესაძლოა, 80 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდეს. ჰამბურგის და შტუტგარდის აეროპორტების პრესსამსახურებმა მგზავრებს რეისების გადადების შესახებ უკვე შეატყობინეს. ერთდღიანი გაფიცვა პროფესიული გაერთიანება - "ვერ.დის" ორგანიზებით მიმდინარეობს.

აეროპორტების თანამშრომლების პროტესტის მიზეზი არასათანადო ანაზღაურებაა. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ.