დიდი ბრიტანეთი და აშშ რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარს ამბობენ და მათ იმპორტს წყვეტენ, ევროკავშირმა კი დაანონსა, რომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვებს წლის ბოლომდე 2/3-ით შეამცირებს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები და მათ შორის საქართველო, სადაც იმპორტირებული ბენზინის და დიზელის 19%-ზე მეტი რუსეთზე მოდის, ჯერჯერობით უცნობია.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 096 018 ტონა) შედარებით.
ამასთან, გასული წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 244 601 ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 221 181 ტონა - 19,3%; აზერბაიჯანი - 215 872 ტონა - 18,8%; რუმინეთი - 204 638 ტონა - 17,8%; ბულგარეთი - 167 708 ტონა - 14,6%; საბერძნეთი - 37 223 ტონა - 3,2%, თურქეთი - 33 021 ტონა (2,9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.
რაც შეეხება მთლიანად ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, 2021 წელს საქართველოში იმპორტმა შეადგინა 1 272 214 ტონა (822,573 მლნ დოლარი), სადაც რუსეთის წილი იყო 17,6%, კერძოდ, 2021 წელს საქართველომ რუსეთში 224 705 ტონა (134,615 მლნ დოლარი) ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა.
რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს, ასე გამოიყურება: