მოთხოვნის მიუხედავად Burger King-ი რუსეთში ობიექტების დახურვაზე უარს ამბობს

ვაჭრობის შეჩერების მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთში Burger King - ის 800 მაღაზიის ოპერატორმა უარი თქვა რესტორნების დახურვაზე, მიზეზად კი რთული პარტნიორული კონტრაქტები დაასახელა, რომელსაც ვერ დაარღვევს - ინფორმაციას BBC, Burger King-ის სარესტორნო ქსელის მფლობელის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პერსონალისადმი მიწერილ წერილში, Restaurant Brands International-ის პრეზიდენტმა დევიდ შირმა თქვა: ”ჩვენ დავუკავშირდით ბიზნესის მთავარ ოპერატორს და მოვითხოვეთ რუსეთში Burger King-ის რესტორნის საქმიანობის შეჩერება.

„მან ამაზე უარი თქვა“.

Burger King-ი რუსულ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს. ის ქვეყანაში ერთობლივი საწარმოს პარტნიორობით ფუნქციონირებს, ასევე რუსეთის VTB Capital-თან და უკრაინულ საინვესტიციო ფირმასთან.

ქრისტინე კაპანაძე