მსოფლიოს წამყვანი აუქციონის სახლები, რუსეთს, ნახატების გაყიდვას უკრძალავენ

ლონდონში, მსოფლიოს წამყვანი აუქციონის სახლები აცხადებენ, რომ რუსეთიდან სახელოვნებო ნამუშევრებს არ გაყიდიან. ინფორმაციას ამერიკული მედია Insider, Reuters - ზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, კომპანიები Christie's, Sotheby's და Bonhams ჩვეულებრივ "რუსული ხელოვნების კვირეულს" ივნისსა და ნოემბერში მართავენ, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები აღარ გაიმართება.

მას შემდეგ, რაც რუსეთს, უკრაინაში შეჭრის გამო, უმძიმესი სანქციების ტალღა დაატყდა თავს, რუს ოლიგარქებს აქტივები გაუყინეს, ჩამოართვეს იახტები და საზღვარგარეთ ძვირად ღირებული ქონება, Christie's აუქციონის კომპანიიდან განაცხადეს, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევენ შეაჩერონ რუსული ნახატებისა და ნამუშევრების გაყიდვები.

ბრიტანულმა კომპანია Sotheby's-მაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ აღარ აპირებს ივნისში დაგეგმილი აუქციონის გამართვას რუსებისთვის.

ქრისტინე კაპანაძე