2014 წლის ყველაზე ღარიბი ქვეყნები

bpn.ge,  უცხოურ გამოცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 2014 წლის 10 ყველაზე ღარიბი ქვეყნის რეიტინგს.

მოცემული რეიტინგი შედგენილია მშპ-ის ანალიზის შედეგად - ქვეყნის საერთო შემოსავალი გაყოფილი მოსახლეობაზე. ანუ ეს არის ჯამური თანხა, რომელიც ადამიანმა წლის განმავლობაში ფულად ექვივალენტში გამოიმუშავა. თუ მშპ დაბალია, ესე იგი მოსახლეობას სამუშაო არ აქვს და შესაბამისად ცუდად ცხოვრობს.

10. ტოგო (ტოგოს რესპუბლიკა)

- მოსახლეობა: 7.154 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ლომე

- სახელმწიფო ენა: ფრანგული

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 1048 დოლარი

ერთ დროს ტოგო ფრანგული კოლონია იყო, დღეს კი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ძირითადად ყავის, კაკაოს, ბამბისა და ლობიოს ექსპორტით, ასევე სასოფლო მეურნეობით ირჩენს თავს. გარდა ამისა, ტოგოში ტექსტილისა და ფოსფატის წარმოებაა განვითარებული.

9. მადაგასკარი

- მოსახლეობა: 22.599 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ანტანანარივუ

- სახელმწიფო ენა: ფრანგული და მალაგიური

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 970 დოლარი

მადაგასკარი მსოფლიოში სიდიდით მე-4 კუნძულია. შემოსავლის ძირითადი წყაროები: თევზჭერა, სასოფლო მეურნეობა და ეკო-ტურიზმი.

8. მალავი

- მოსახლეობა: 16.777 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ლილონგვე

- სახელმწიფო ენა: ინგლისური და ნიანჯა

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 879 დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ნახშირისა და ურანის საკმაო მარაგი გააჩნია, მოსახლეობის 90 პროცენტი სასოფლო მეურნეობაშია დასაქმებული.

7. ნიგერი

- მოსახლეობა: 17.470 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ნიამეი

- სახელმწიფო ენა: ფარნგული

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 829 დოლარი

ამ ქვეყნის მეზობლად უდაბნო საჰარა მდებარეობს. ნიგერს ცუდი კლიმატური პირობები აქვს, რის გამოც ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის პირასაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიგერი მდიდარია ურანის მარაგებითა და ნავთობისა და გაზის მოსაპოვებელი ადგილებით.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოსახლეობის 90 პროცენტი სასოფლო მეურნეობაშია ჩართული, მაშინ, როცა ნიგერის მიწების მხოლოდ 3 პროცენტია ვარგისი გამოყენებისთვის. ამიტომ, სახელმწიფოს ეკონომიკა დიდად არის დამოკიდებული გარე დახმარებაზე.

6. ზიმბაბვე

- მოსახლეობა: 13.172 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ხარარე

- სახელმწიფო ენა: ინგლისური

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 788 დოლარი

მას შემდეგ, რაც ზიმბაბვე დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა (1980 წლამდე ინგლისის კოლონია იყო) მას ეკონომიკური პრობლემები დაეწყო. ხოლო 2000 წლიდან 2008 წლამდე გატარებულმა მიწის დამუშავების რეფორმამ სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო გააუარესა. ამიტომ, დღეისათვის ზიმბაბვე, ინფლაციის დონის მიხედვით, მსოფლიოს რეკორდსმენია და ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. 2009 წელს უმუშევართა სტატუსი მოსახლეობის 94 პროცენტს ჰქონდა.

5.ერიტრეა

- მოსახლეობა: 6.086 ადამიანი.

- დედაქალაქი: ასმერა

- სახელმწიფო ენა: არაბული და ინგლისური

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 707 დოლარი

ერიტრეა აგრარული ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის მხოლოდ 5 პროცენტია ვარგისი სასოფლო მეურნეობისთვის. ამ 5 პროცენტს კი მოსახლეობის 80 პროცენტი ამუშავებს.

4. ლიბერია

- მოსახლეობა: 3.489 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: მონროვია

- სახელმწიფო ენა: ინგლისური

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 703 დოლარი

ლიბერია აშშ-ის ყოფილი კოლონიაა. მისი დამაარსებლები შავკანიანები არიან, რომლებმაც მონობიდან თავისუფლებას მიაღწიეს. ლიბერიის ტერიტორიების უმრავლესობა ტყით არის დაფარული, რაც ტურიზმის ხარჯზე ეკონომიკის განვითარების კარგ შანსს იძლევა. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკა სამოქალაქო ომის (90-იან წლებში) დროს დიდად დაზარალდა, ამიტომ ლიბერიის 80 პროცენტი ახლა სიღარიბეში ცხოვრობს.

3.კონგო (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა)

- მოსახლეობა: 77.433 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: კინშასა

- სახელმწიფო ენა: ფრანგული

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 648 დოლარი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყავა, სიმინდი, ბანანები და სხვა ციტუსები მოჰყავთ, კონგო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად მიიჩნევა (2014 წლის მონაცემებით). სახელმწიფოს ვერც სპილენძი, ნავთობი და კობალტი შველის. აღსანიშნავია, რომ კონგოს სპლენძის, ნავთობისა და კობალტის მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგები აქვს.

სიღარიბის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არსებული მუდმივი სამოქალაქო ომებია.

2. ბურუნდი

- მოსახლეობა: 9.292 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ბუჟუმბურა

- სახელმწიფო ენა: რუნდი და ფრანგული

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე 642 დოლარი

ამ ქვეყნის შესახებ ალბათ არც გაგიგიათ, მაგრამ მას ფოსფორისა და იშვიათი მეტალის მარაგები გააჩნია. ქვეყანაში წარმოებაა განვითარებული, მაგრამ ის მთლიანად ევროპელებს ეკუთვნით. ამიტომ მოსახლეობის 90 პროცენტი, ძირითადად, სასოფლო მეურნეობითაა დაკავებული.

1.ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

- მოსახლეობა: 5.057 მილიონი ადამიანი

- დედაქალაქი: ბანგი

- სახელმწიფო ენა: ფრანგული და სანგო

- მშპ ერთ სულ მოსახლეზე: 542 დოლარი

რესპუბლიკის საშუალო სტატისტიკური მცხოვრების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა:

- მამაკაცები: 48 წელი

- ქალები: 51 წელი

ამის მთავარი მიზეზი კი ქვეყანაში დაძაბული სამხედრო მდგომარეობაა.

რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების მთავარი წყარო სასოფლო მეურნეობაა. (მშპ 50 პროცენტზე მეტი). ქვეყანაში ბუნებრივი რესურსების სიჭარბეა (ხე, ალმასები, ბამბა, ყავა და თამბაქო), რომლის ექსპორტიც ხდება.

სანდრო გერლიანი