აუქციონზე 25 მილიონი ლარის  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, დღეს, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 55 050 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 6.670 პროცენტით, მაქსიმალური - 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.124 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 7.124 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

"ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხლშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 49 998 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 7.124%. მონაწილეობა მიიღო ათმა კომერციულმა ბანკმა.