მილიარდერმა მაკენზი სკოტმა Habitat for Humanity International -ს 436 მილიონი დოლარი შესწირა

მაკენზი სკოტმა მსოფლიო ორგანიზაციას Habitat for Humanity International-ს 436 მილიონი დოლარი შესწირა, რაც მისი ყველაზე დიდი საჯაროდ გამჟღავნებული შემოწირულობაა.

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა მეუღლემ და მსოფლიოში ერთ-ერთმა უმდიდრესმა ქალმა ჯერ კიდევ დეკემბერში თქვა, რომ იგი საჯაროდ აღარ გაამჟღავნებდა თავის შემოწირულობებს, მაგრამ ბენეფიციარებს ამის ნებას დართავდა.

სწორედ Habitat for Humanity International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან რეკფორდმა განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა სკოტისგან 25 მილიონი დოლარი მიიღო დანარჩენი, 411 მილიონი დოლარი კი Habitat for Humanity-ის 84 ადგილობრივ ფილიალში გადანაწილდება.

რეკფორდის განცხადებით, Habitat for Humanity გეგმავს შემოწირულობა შეუზღუდავად გამოიყენოს. დაიწყებენ ხელმისაწვდომი საცხოვრებლის პროექტს, რაც განსაკუთრებით ფერადკანიან ხალხს დაეხმარება.

ნატოშა რიდ რაისმა, Diversity, Equity and Inclusion-ის თანამშრომელმა, აღიარა, რომ შემოწირულობა „ახდენილი ოცნების ტოლფასია“.

ორ წელზე ნაკლებ დროში მაკენზიმ 8,8 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. იგი დაეხმარა 780-ზე მეტ ორგანიზაციას.

(წყარო therichest.com)

თეონა რამაზაშვილი