ოქრო ისევ ძვირდება

მსოფლიოში ოქროს ფასი ზედიზედ მეხუთე სავაჭრო სესიაა, რაც იზრდება.

Comex-ის ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსები 0,27%-ით გაიზარდა და ერთ უნციაზე 1981,40 დოლარი შეადგინა. ბოლო 5 სესიის განმავლობაში ფასი გაზრდილია 2,77%.

ბაზრის მონაწილეები აგრძელებენ შტატებში გამოქვეყნებული მარტის ინფლაციის შედეგებს. როგორც ცნობილია აშშ-ის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, შტატებში მარტში 8,5%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მაქსიმალური ტემპია 1981 წლის შემდეგ. ამასთან, საბაზისო ინფლაცია, ენერგომატარებლებზე და სურსათის გათვალსიწინების გარეშე, თებერვალთან შედარებით შემცირებულია.

„ტრეიდერებს ესმით, ინფლაცია ერთ საათში ვერ დაიწევს, თუმცა ფიქრობენ, რომ პიკი გადალახულია“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ამასთან, მაისის ფიუჩერსები ვერცხლზე გაძვირდა 0,74%-ით და უნციაზე 25,93 დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია