კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აბონენტებს მიმართავს

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აბონენტთა მონაცემთა ერთიანი ბაზის რეორგანიზაციისა და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით,  კომპანია მიმართავს აბონენტებს, რომ რეორგანიზაციის პროცესში თითოეულ აბონენტს ახალი საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭება, ამიტომ სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას შექმნილი შეფერხების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის გადასახადის გადახდა ნებისმიერი ბანკის სერვისცენტრებში განახორციელონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებმა უნდა დარეკონ SOCAR Georgia Gas-ის ცხელ ხაზზე - 16 114 ან კომპანიის ადგილობრივ სერვისცენტრს მიმართონ. SOCAR Georgia Gas-ი აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.